16:06 | 2021-05-18 ავტორი: თამარ გონგაძე

“მისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობდი. სამწუხაროდ, ვეღარ ვხდებოდით, მერე უკვე იავადმყოფა… ვწუხვარ” – ნუკრი კაპანაძე “იაგუნდის” ავტორზე

“მისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობდი. სამწუხაროდ, ვეღარ ვხდებოდით, მერე უკვე იავადმყოფა… ვწუხვარ” –  ნუკრი კაპანაძე “იაგუნდის” ავტორზე

ბორის თბილელი დღეს დაკრძალეს. კომპოზიტორი ბოლო წლებში ავადმყოფობდა, ინსულტი გადაიტანა, რამაც საწოლს მიაჯაჭვა. ჟურნალისტი მაია კახიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

 

“ბორის თბილელი, პირადად ჩემთვის, გამორჩეული იმითაც გახლავთ, რომ მისი ცნობილი სიმღერის „იაგუნდი“ პირველი შემსრულებელი მე გახლავართ და ორიგინალი ტექსტიც სულ სხვა ჰქონდა. ეს სიმღერა მაშინ დაიწერა საკონკურსოდ. უკრაინაში გავემგზავრეთ სამნი და ლაურეატებიც გავხდით. სწორედ ბატონი ბორისი დამიჯდა გვერდით, არამომღერალს და შემასწავლა ეს საყვარელი სიმღერა. გავიდა წლები და ნუკრი კაპანაძემ სულ სხვა ტექსტით ააჟღერა სიმღერა, რომელიც დღეს ყველამ იცის.”

 

 

ბორის თბილელის მუსიკა, რომელზეც ლექსი მანანა სიამაშვილმა დაწერა, ფონად გასდევს მულტფილს – “ზაქრო და შაქრო”. აი, თუ როგორ შეიქმნა მასზე ის ჰიტი, რომელიც შემდგომ ნუკრი კაპანაძის შესრულებით შევიყვარეთ, ამაზე, რა თქმა უნდა, “პრაიმტაიმის” მკითხველს, თავად მომღერალი უყვება.

 

2021-05-17"მითხარით, დაიღუპა და მიმალავთ?" - ჯემალ ჭკუასელს მეუღლის კოვიდით გარდაცვალებას უმალავდნენ

 

ნუკრი კაპანაძე: – მანანა სიამაშვილი ძალიან კოლორიტი ქალბატონი გახლდათ, უნიჭიერესი. ჩვენ ვმეგობრობდით. მანანა ლექსებს წერდა და შემდეგ მის ლექსებზე კომპოზიტორები სიმღერებს ქმნიდნენ. ჰქონდა იდეები, იყო ნიჭიერი, იუმორით სავსე… მოკლედ, სულ მასთან ერთად ყოფნა გინდოდა.

 

მუსიკალური განათლება ჰქონდა, უყვარდა ფილმების საუნდთრეკების მოსმენა, შემდეგ კი მათზე ლექსებს წერდა. მულტფილმი “ზაქრო და შაქრო” რომ ნახა, მოეწონა მელოდია და დაწერა ლექსი, “იაგუნდი”, რომელიც სახლში ედო და სულ მეუბნებოდა: ბორის თბილელის მუსიკაზე დავწერე ლექსი და მე მესმის, როგორ მღერი შენ ამ სიმღერასო.

 

მომეწონა, გავგიჟდი. შემდეგ მისი არანჟირება არაჩვეულებრივად გააკეთა მიშა მდინარაძემ. ასე შეიქმნა “იაგუნდი”.

 

მახსოვს, როგორ ველოდით, აბა, როგორ მიიღებს ბატონი ბორისი ჩვენს ვერსიასო. სანამ ჩავწერდით, მოვასმენინეთ და აღფრთოვანდა, ძალიან მოეწონა.

 

„თავსაც უფრთხილდებოდა, ძლიერიც ჩანდა, მაგრამ ორგანიზმში ბევრი პრობლემა ჰქონდა
2021-02-23„თავსაც უფრთხილდებოდა, ძლიერიც ჩანდა, მაგრამ ორგანიზმში ბევრი პრობლემა ჰქონდა" - ქეთი წიკლაური მამის უკანასკნელ დღეებზე

 

როგორც ბორიამ მითხრა, ადრე, მის მელოდიაზე ლექსზე იყო შექმნილი. მაგრამ, როგორც ჩანს, ის არ გახდა პოპულარული. მანანას ლამაზი ვერსიით აღფრთოვანებულმა კი თქვა, რომ ძალიან კმაყოფილია, მისამღერი აქვს ადვილად დასამახსოვრებელი… მოკლედ, ყველას დამსახურებაა, რომ ეს სიმღერა ასეთი კარგი და ყველასთვის ახლობელი გამოვიდა. ის ჩემთვის დაიწერა, ჩემი სათქმლი გახდა.

 

“იაგუნდი” ბევრნაირად შეგიძლია იმღერო. როგორც ჩავწერ, მე, შემდეგ იმ სახით შესრულება, აღარ მიყვარს.

 

ბორის თბილელი ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადამიანი იყო. მისმა მუსიკამ სიყვარული მომიტანა. მადლობა მინდა ვუთხრა იმისთვის, რომ მოეწონა ჩვენს მიერ შეთავაზებული ვერსია, დიდი კომპლიმენტები გვითხრა. მისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობდი. ვეღარ ვხდებოდით, მერე უკვე იავადმყოფა…

 

ძალიან მიყვარს, ვუსამძიმრებ მის ოჯახს. კიდევ ერთხელ ვეტყვი მადლობას იმ ნდობისთვის, რომელიც ჩემდამი ჰქონდა. ვწუხვარ.

ავტორი: თამარ გონგაძე

X