13:46 | 2021-05-18 ავტორი: Prime Time

VIDEO: ცოცხალმა ქალმა თავისი დაკრძალვა მოაწყო და ცერემონიით კმაყოფილი დარჩა

VIDEO: ცოცხალმა ქალმა თავისი დაკრძალვა მოაწყო და ცერემონიით კმაყოფილი დარჩა

ალბათ არაერთხელ გვიფიქრია იმაზე, თუ როგორი იქნება გარდაცვალების შემდეგ ჩვენი პანაშვიდი, დაკრძალვის ცერემონია, რამდენი ადამიანი მოვა, ვინ იტირებს და ა.შ. ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს. 

 

ასეთი ფიქრები ჰქონდა დომინიკელთა რესპუბლიკაში მცხოვრებ 59 წლის მაირა ალონზოსაც. ამიტომ მან გადაწყვიტა სიკვდილს არ დალოდებოდა და გასვენების რიტუალი სიცოცხლეშივე მოეწყო.

 

მაიარამ ახლობლებსა და მეგობრებს აიძულა მისი გასვენების ყალბ ცერემონიას დასწრებოდნენ და გამოეგლოვათ ის. თვითონ მაიარა ნაქირავებ კობოში ჩაწვა და ისე აჩვენებდა თავს ვითომ გარდაცვლილი იყო.

 

მას თეთრი სამოსი ეცვა და მეტი დამაჯერებლობისთვის ნესტოებში ბამბებიც ეკეთა, როგორც ეს მიცვალებულებს აქვთ ხოლმე.

 

მაიარას გასვენების ყალბ ცერემონიაზე მისი ოჯახის წევრები და მეგობრები მივიდნენ. ისინი კუბოსთან ჯერჯერით მიდიოდნენ, ემშვიდობებოდნენ და ტიროდნენ. შეკრებილი ადამიანები მასზე უამრავ მოგონებას იხსენებდნენ. მაიარა კი ამ ყველაფერს უსმენდა და თავს ძალიან კარგად გრძნობდა.

 

 

მაიარას ეს ცერემონია 1000 დოლარი დაუჯდა. ის ძალიან კმაყოფილი იყო. „ეს ოცნების ახდენას გავდა“,- ამბობს ის.

 

ავტორი: Prime Time

X