
ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელი მამუკა დავარაშვილი სოციალურ ქსელში გულისამაჩუყებელ პოსტს აქვეყნებს, რომელიც ჯარისკაცების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება ნათლად ჩანს.
საქმე კაფეში სადილად შესულ ჯარისკაცს ეხება, რომელსაც გადასახდელი ჩეკის მოთხოვნის შემდეგ, კაფის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, განულებული ქვითარი მიუტანეს, რომელსაც კიდევ უფრო ემოციური წარწერა ჰქონდა.
“ისრაელი, კაფეში გამოწერილი ანგარიში, რომელიც ისრაელის ჯარისკაცს მიუტანეს. მინაწერი ივრითულად – “არაფერია გადასახდელი უკვე გადაიხადეთ – 2-3 წლის სამსახურით, ისრაელის ჯარში, გვიყვარხართ” – ასე დაპატიჟა კაფემ ჯარისკაცი.
ესაა ისრაელის სიძლიერის საძირკველი, დიდება ისრაელს! აი, ასეთი საქართველო მინდა მე.” – წერს მამუკა დავარაშვილი.






















