
გადაწყვეტილება მიღებულია – მომავალი კვირიდან „სინოვაკით“ ვაქცინაცია დაიწყება.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, ვაცინაციის საბჭოს სხდომის დასრულებისას, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ვინ არის ქალი, რომლის ქანდაკებებიც გიორგი ფხაკაძის სახლში დგას
მისივე თქმით, „სინოვაკით“ აცრას 18 წელს ზემოთ მოქალაქეები შეძლებენ.
„სინოვაკი“ ელოდება ჯანმო-ს ავტორიზაციას. ექსპერტების შუალედური დასკვნა, რომელიც დადებითად ახასიათებს “სინოვაკის” შედეგებს, უკვე გამოქვეყნებულია. ვიმედოვნებთ, რომ ავტორიზაცია მალე იქნება.
თუმცა, იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური საჭიროებები სწრაფად იქნას მოცული და ესენციურ ჯგუფებს ჰქონდეთ ვაქცინასთან ხელმისაწვდომობა „სინოვაკით“ ვაქცინაცია უკვე მომავალი კვირიდან დაიწყება და 18 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფებს მოიცავს. თარიღს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გააჟღერებს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ეს ადამიანები ვინ არიან?! სად გაჩნდნენ?! რა ვთქვა აღარ ვიცი – პაატა იმნაძე
„სინოვაკი“ ინაქტივირებული ვაქცინაა, რომელსაც ჩინური კერძო კომპანია აწარმოებს. 100 000 დოზის რაოდენობის „სინოვაკის“ ვაქცინა საქართველომ ჩინეთის მთავრობისგან საჩუქრად მიიღო.






















