13:54 | 2021-05-19 ავტორი: Prime Time

სიყალბე ისედაც არ მჩვევია და ეს კარგად გამოჩნდა! ფაქტია, გადაცემა შედგა! – რუსუდან მუმლაძე

სიყალბე ისედაც არ მჩვევია და ეს კარგად გამოჩნდა! ფაქტია, გადაცემა შედგა! – რუსუდან მუმლაძე

მარინა ბერიძის ყოფილი ქმრის ცოლი რუსუდან მუმლაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და გადაცემა „ფარულ კონვერტში” სტუმრობას ეხმაურება.

 

მისი თქმით, გადაცემა შედგა, რასაც რეიტინგი და ხალხის გამოხმაურებაც ადასტურებს.

 

“უღრმესი მადლობა Rustavi 2-ს და ფარული კონვერტის მთელ შემოქმედებით ჯგუფს! პირველ რიგში, ჩემდამი პოზიტივისა და კეთილგანწყობისთვის, რომელიც აშკარად ვიგრძენი…
რომ არა საოცრად უშუალო, პირდაპირი, სამართლიანი და საუკეთესო ია ფარულავა, სხვასთან ასეთ პიკანტურ თემებზე სასაუბროდ საჯაროდ არ დავჯდებოდი!

 

სიყალბე ისედაც არ მჩვევია და მიხარია, რომ ეს გადაცემაშიც კარგად გამოჩნდა! უღრმესი მადლობა, საოცრად პოზიტიურ და ყურადღებიან ადამიანს, პროდიუსერს ავთო ჩიტიძეს.
მადლობა ფარული კონვერტის ჟურნალისტებს ნათია დედანაშვილი & ნუცა ხუნდაძეს, რომლებიც სიუჟეტის გადასაღებად სახლში გვესტუმრნენ და მაქსიმუმი დადეს, რომ სიუჟეტი საინტერესო გამოსულიყო.

 

მოულოდნელი და სასიამოვნო სიურპრიზიც იყო… სახლში გადაღებისას, ჩემი მოგვარე ლაშა მუმლაძე მომევლინა, რომელიც იმ დღეს გავიცანი. წამყვანი ოპერატორი და საუკეთესო ადამიანი! მადლობა.

 

ფაქტია, გადაცემა შედგა! ამას მოწმობს რეიტინგი და საზოგადოების ინტერესი!“., – წერს რუსუდან მუმლაძე.

 

ასევე ნახეთ: დაანგრია თუ არა მარინა ბერიძის ოჯახი? – რუსუდან მუმლაძე ბოლო დროის სკანდალურ განქორწინებაზე (ვიდეო)

ავტორი: Prime Time

X