
„მაინტერესებს, როგორ იქცევიან სუფრასთან საფლავების მძარცველები? ალბათ, მაღალფარდოვანი სიტყვებით ამბობენ წინაპრების, ვაჟკაცობის, ღირსეული მომავალი თაობის სადღეგრძელოს.
Რა სინდისით? რა ნამუსით? გაძარცვული საფლავებიდან წამოღებული ნადავლის (მწვანე ნარგავები, ლამაზი თეფშები, ჭიქები) გაყიდვით აღებული ფულით საინტერესოა, რას ყიდულობენ? ბავშვებისთვის საჭმელს? გამწარებული ჭირისუფლის წყევლა-კრულვით გაჯერებულ ლუკმას? მიმიფურთხებია, ყველა ასეთ მამა(თუ)დედა კაცისთვის. ვუსურვებ, შხამად შეერგოთ ამ გზით მოპოვებული თითოეული ლუკმა.
ახლა ალბათ ვინმე დაწერს – შიათო. მთავრობის უუნარობას დააბრალებს, შუბლის ძარღვგაწყვეტილი არამზადის ნამოქმედარს. იყო დრო, მეც მშიოდა, სხვასაც მოუწოდებია რამდენჯერმე ბავშვებისთვის პური. არასოდეს მიფიქრია რამე, სადმე, მითუმეტეს – საფლავიდან მომეპარა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მშია.
ამ კაცს საფლავში მიჰყვება აფხაზეთის ომიდან გამოყოლებული „ასკოლკები“.
Წინა ხაზზე მებრძოლი Რამდენჯერმე დაიჭრა. სოხუმი ყველაზე ბოლოს, 27 სექტემბერს დატოვა ცოლთან ერთად. 1 წლამდე ასაკის 32 ბავშვი გადმოიყვანა სამშვიდობოს. მთელუ ღამე კოცონს ფიჩხს უკეთებდა, რომ სხვისი ბავშვები არ გაყინულიყვნენ… ამ დროს კი ეგონა, რომ მისი სამი შვილი ხრამში გადაჩეხილ მანქანაში იყო.
ბოლომდე სამშობლოსთვის იბრძოდა, იმ საწყალი სამშობლოსთვის, რომლის შვილებმაც დღეს საფლავი გაუქურდეს“. – წერს სოციალურ ქსელში სალომე ხარებავა, რომელსაც მამამთილის – ნუგრაზ ხარებავას საფლავი გაძარცვული დახვდა.
ნუგზარ ხარებავას შესახებ ძალიან საინტერესო, ვრცელ ინტერვიუს „პრაიმტაიმი“ ხვალ შემოგთავაზებთ.






















