
კასპში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის შესახებ, გარდაცვლილის დედა ტელეკომპანია „მთავარზე“ დეტალებს ყვება.
„თვითონ ქეთი არ მალავს, რომ კახიშვილთან ჰქონდა პირადი ურთიერთობა. ყველაფრის მერე, რომ ამბობს, რომ მოტრიალდა და სისხლიანი ხელები აჩვენა, შენი ქმარი მოვკალიო და ვერაფერს ვერ დაგიშავებსო იმის მერე, აღიარებს, რომ ნოდარის საწოლში დაწვნენ, იმასთან ერთად დილამდე იქ იყო, ურთერთობა ჰქონდათ. თვითონვე ამბობს თავისივე ჩვენებაში. იმიტომ მოტრიალდნენ, რომ ზეწრები წაეღოთ. ექსპერტიზითაც ყველაფერი დადასტურებულია,“ – ამბობს გარდაცვლილის დედა.
შეგახსენებთ, რომ 34 წლის კაცის მკვლელობა 14 მარტს მოხდა და პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავა.






















