19:47 | 2020-03-28 ავტორი: ალექსი ქამადაძე

კორონავირუსის გამო, რუსეთი საზღვრებს კეტავს

კორონავირუსის გამო, რუსეთი საზღვრებს კეტავს

კორონავირუსის საფრთხის გამო, რუსეთი საზღვრებს კეტავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა განაცხადა. შესაბამისი დოკუმენტი კი, რუსეთის მთავრობის გვერდზე აიტვირთა.

 

შეზღუდვები შეეხო საავტომობილო, სარკინიგზო და საფეხმავლო გზებს, რომლითაც ქვეყანაში შესვლა არის შესაძლებელი.

 

ასევე, შეზღუდვები არ ეხება, დიპლომატებს და მათი ოჯახის წევრებს, ასევე საერთაშორისო რეისების სატვირთო ავტომობილების მძღოლებს.

 

შეზღუდვები ძალაში 30 მარტიდან შევა.

 

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1264-ს აღწევს, ოთხი დაღუპულია, 49 კი გამოჯანმრთელდა.

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

 

გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს

 

 

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X