13:04 | 2021-05-20 ავტორი: Prime Time

მესმის, რომ გინდათ სკანდალი, მაგრამ გელათს არ სცალია სკანდალებისთვის, – თეა წულუკიანი

მესმის, რომ გინდათ სკანდალი, მაგრამ გელათს არ სცალია სკანდალებისთვის, – თეა წულუკიანი

მინდა ყველას გთხოვოთ, გამოვიყენებ ასეთ ყველასათვის გასაგებ სიტყვას, ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გელათის სამონასტრო კომპლექსზე საუბრისას განაცხადა.

 

„მთავარი არის ის, რომ დროებითი გადახურვა, რომელიც პირდაპირ რბილად რომ ვთქვათ, არ უხდება ამ ძელგს, მაგრამ არის აუცილებელი, უზრუნველყოფს იმას, რომ წყალი იქ აღარ ჩადის, თუმცა უკვე წარსულში ჩასული წყლის გამო, ფილტრაციის გამო როგორც მას ვუწოდებთ, რა თქმა უნდა, ტენიანობა არის ტაძარში.

 

ამიტომ კიდევ ერთხელ, ყველას გთხოვთ, თავი შეიკავეთ შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე, მესმის, რომ გინდათ სკანდალი, მაგრამ გელათს არ სცალია სკანდალებისთვის, თავი შეიკავეთ ხარაჩოებზე სიარულისგან რადგან ძეგლთა დაცვის სააგენტო ფიქრობს, რომ შესაძლებელია ამგვარმა მოძრაობამ არაპროფესიონალების მიერ ხარაჩოებზე კიდევ მეტად დააზიანოს ფრესკები”, – თქვა თეა წულუკიანმა.

 

სახლი საზღვარგარეთ, ნაჩუქარი ნაკვეთები, Rolex-ის საათები, ანაბრები - რა ქონებას ფლობენ ქართველი ქალი პოლიტიკოსები
2021-05-13სახლი საზღვარგარეთ, ნაჩუქარი ნაკვეთები, Rolex-ის საათები, ანაბრები - რა ქონებას ფლობენ ქართველი ქალი პოლიტიკოსები
ავტორი: Prime Time

X