
ბიომედიცინის ფედერალურმა სააგენტომ წარადგინა კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი. ამის შესახებ რუსული მედია სააგენტოზე დაყრდნობით წერს.
როგორც სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, ჩინურ და ფრანგულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩატარდა კვლევა და შემუშავდა მკურნალობის რეჟიმი.
„პრეპარატი მაღალი სელექციურობით ბლოკავს კორონავირუსის ციტოპათიურ ეფექტს და ხელს უშლის მის რეპლიკაციას. ხოლო პრეპარატი ხელს უშლის ვირუსით გამოწვეულ ანთებითი რეაქციების გააქტიურებას“, – განაცხადა სააგენტოს დირექტორმა ვერონიკა სკვორცოვამ.
ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 264 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გარდაიცვალა 4 ადამიანი.






















