00:34 | 2021-05-21 ავტორი: Prime Time

სელმა ჰაიეკს სასუნთქ აპარატზე შეერთება დასჭირდა – „მერჩივნა, სახლში მოვმკვდარიყავი“

სელმა ჰაიეკს სასუნთქ აპარატზე შეერთება დასჭირდა – „მერჩივნა, სახლში მოვმკვდარიყავი“

ჰოლივუდის ვარსკვლავი სელმა ჰაიეკი ამბობს, რომ კორონავირუსის უმძიმესი ფორმა ჰქონდა და მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგა. ამის მიუხედავად, ჰაიეკს სავადმყოფობის შესახებ სოციალურ ქსელებში არაფერი უთქვამს.

 

მკვლელობის შეკვეთა, ნარკოტიკები, ქურდული სამყარო – ცნობილი ქართველი ვარსკვლავების კრიმინალური წარსული
2021-05-20მკვლელობის შეკვეთა, ნარკოტიკები, ქურდული სამყარო – ცნობილი ქართველი ვარსკვლავების კრიმინალური წარსული

 

როგორც ირკვევა, მსახიობი პანდემიის დაწყებიდან მალევე დაინფიცირდა და და ლონდონში მდებარე სახლში, სადაც ის ქმართან, მულტიმილიარდერ ფრან­სუა-ანრი პინოსთან და შვილთან ერთად ცხოვრობს, დაახლოებით 7 კვირის განმავლობაში იზოლაციაში იყო.

 

მსახიობს ვირუსის მიმდინარეობისას სასუნთქი აპარატზე შეერთებაც დასჭირდა.

 

„ექიმი მეხვეწებოდა, კლინიკაში გადავსულიყავი, რადგან ძალიან მძიმედ ვიყავი. მე კი უარი ვთქვი, მერჩივნა, სახლში მოვმკვდარიყავი“, – ამბობს 54 წლის მსახიობი.

 

ჰაიეკი აღნიშნავს, რომ ენერგიის სრულად აღდგენა ამ დრომდე ვერ შეძლო.

 

ავტორი: Prime Time

X