16:10 | 2021-05-21 ავტორი: Prime Time

რას წერდა გარდაცვალებამდე ყაზახი მსახიობი, რომელიც თბილისის სასტუმროში, სავარაუდოდ, გულის შეტევით დაიღუპა

რას წერდა გარდაცვალებამდე ყაზახი მსახიობი, რომელიც თბილისის სასტუმროში, სავარაუდოდ, გულის შეტევით დაიღუპა

გარდაცვლილი 55 წლის ყაზახი მსახიობი, ფარჰატ აბდრაიმოვი რამდენიმე დღის წინ, სოცქსელში გადასაღები მოედნიდან, ქართველ მსახიობთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებდა. 

 

​„ფილმის „მეტი ვიდრე სიყვარული“-ს გადაღებებზე, შესანიშნავ მსახიობებთან, ოლია დუმნოვასთან და ნათია წიწილაშვილთან ერთად,“ – წერდა მსახიობი.

 

 

 

„სამწუხარო ამბავი მოხდა. გუშინ ჰქონდათ თბილისის კადრების გადაღება. კოვიდზე ვისაუბრეთ. ანიტსხეულები აღმოაჩნდა. როგორც ვიცი, ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია,“ – უთხრა მსახიობმა ნათია წიწილაშვილმა „პრაიმტაიმს“.


შეგახსენებთ, 55 წლის ყაზახი მსახიობი ფარჰატ აბდრაიმოვი საქართველოში გარდაიცვალა.

 

წინასწარი მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა. ინფორმაცია დაადასტურეს ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სტუდია „ყაზახფილმში“.

 

ყაზახეთის საგარეო უწყების ცნობით, აბდრაიმოვი ღამის 2 საათზე, თბილისში, სასტუმროში გარდაიცვალა.

 

მსახიობი გადამღებ ჯგუფთან ერთად საქართველოში 16 მაისიდან იმყოფებოდა.

 

ვინ არის გოგო, რომელიც გურიაში ბოლო ზარზე გარდაიცვალა

 

ავტორი: Prime Time

X