17:55 | 2021-05-21 ავტორი: სალომე ნეფარიძე

კარგ ხასიათზე იყო და მოულოდნელად ასეთი ამბავი მოხდა – რას ამბობს სასტუმროს მეპატრონე, სადაც ყაზახი მსახიობი გარდაიცვალა

კარგ ხასიათზე იყო და მოულოდნელად ასეთი ამბავი მოხდა – რას ამბობს სასტუმროს მეპატრონე, სადაც ყაზახი მსახიობი გარდაიცვალა

ირკვევა, რომ საქართველოში ფილმში გადასაღებად ჩამოსული ცნობილი ყაზახი მსახიობი ფარჰატ აბდრაიმოვი გადამღებ ჯგუფთან ერთად, ძველ თბილისში, სასტუმრო GTM KAPAN-ში იყო გაჩერებული.

 

სასტუმროს მეპატრონე, გიორგი კაპანაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას მსახიობთან ბოლო კომუნიკაციას იხსენებს და ამბობს, რომ აბდრაიმოვი უბედურ შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე ნახა და იგი თავს კარგად გრძნობდა.

 

კაპანაძის თქმითვე, მან ყაზახი მსახიობის გარდაცვალების შესახებ მომხდარიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ გაიგო, თუმცა სასტუმროში მისვლა კომენდანტის საათის გამო ვერ შეძლო.

 

რას წერდა გარდაცვალებამდე ყაზახი მსახიობი, რომელიც თბილისის სასტუმროში, სავარაუდოდ, გულის შეტევით დაიღუპა
2021-05-21რას წერდა გარდაცვალებამდე ყაზახი მსახიობი, რომელიც თბილისის სასტუმროში, სავარაუდოდ, გულის შეტევით დაიღუპა

 

„თავს ცუდად არ გრძნობდა, პირიქით კარგ ხასიათზე იყო და მოულოდნელად, შემდეგ ესეთი ამბავი მოხდა. მასთან ბოლო კომუნიკაცია გუშინ საღამოს 9 საათზე მქონდა, დავემშვიდობე და წამოვედი.

 

ნომერში მარტო იყო, მაგრამ გვერდით ოთახში თავისი მეგობრები იყვნენ, გადამღები ჯგუფი, რომელიც მას თან ახლდა.

 

მისი გარდაცვალების შესახებ, მე დაახლოებით მომხდარიდან ერთ საათში შევიტყვე, თუმცა, სასტუმროში მოსვლა კომენდანტის გამო ვერ მოვახერხე.

 

ჩვენ სასტუმროში 5 დღე იყო გაჩერებული.

 

სასმელის ზემოქმედების ქვეშ არ ყოფილა, მას ალბათ წონასთან დაკავშირებული პრობლემები ექნებოდა, სიგარეტსაც ეწეოდა და გულის შეტევით გარდაიცვალა, მე ასეთი ინფორმაცია მაქვს“, – ამბობს სასტუმრო GTM KAPAN-ის მეპატრონე.

 

ამასთან, როგორ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ 112-ში შეტყობინება 02:23 წუთზე შევიდა, ხოლო შემთხვევის ადგილზე 02:32-ზე მივიდნენ.

 

მათივე ინფორმაციით, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მსახიობი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X