
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორი, დავით გადელია ამბობს, რომ ბავშვებში კორონავირუსის მიმდინარეობის პროცესი შედარებით გართულდა. ამის შესახებ მან პირველი არხის გადაცემაში საუბრისას განაცხადა.
როგორც დავით გადელია ამბობს, როგორც ჩანს, ბრიტანული შტამი ბავშვებში ოდნავ მძიმედ მიმდინარეობს.
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ვაქცინის მეორე დოზა გაგვიცდა – პაატა იმნაძის განმარტება
„ჩვენი დეპარტამენტის უფროსის ბოლოდროინდელი მოხსენებებით, ბავშვებშიც ოდნავ დამძიმდა დაავადების მიმდინარეობა. თუმცა ეს არ არის ისეთი ლეტალობის დონის, მაგრამ ოდნავ დამძიმდა. ადრე, ბავშვებში ძალიან იოლად მიდიოდა. უბრალოდ, ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ბრძოლა არის ძალიან მძიმე, როცა საუბარია რთულ შემთხვევებზე“,- განაცხადა გადელიამ.






















