
ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელმაც უამრავი ადამიანი გაამხიარულა. პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„ნეტა იცოდე როგორ გელოდები, ჩემი ცხოვრების გამორჩეულო სიყვარულო! ჩემო აღმაფრენავ, ჩემო ნეტარებავ და ჩემო სინატიფე! წუთებს ვითვლი, როდის დავაწვენ ბავშვებს დასაძინებლად და ჩავალ ჩემს უახლოეს მეგობრებთან მეზობლად, გნახავ, მუხლები დამირბილდება, მუცელში პეპლები დამივლის, დაგყნოსავ და გადაგსანსლავ ჩემო ბატკნის ჩაქაფულო!”, – წერს ირინა სარიშვილი.























