
მარიამ დ’აბო ინგლისელი კინოსა და ტელევიზიის ცნობილი მსახიობია. მისი პირველი მნიშვნელოვანი როლი იყო ბონდის გოგონა კარა მილოვის როლი, ჯეიმს ბონდის ერთ-ერთ ფილმში „ნაპერწკლები თვალებიდან“ ითამაშა.
მარიამ დ’აბოს ქართული სისხლიც აქვს, ის ქართველი გენერლის, ეროვნული გმირის, გიორგი კვინიტაძის შვილიშვილია. გენერლის ქალიშვილი ნინო კვინიტაძე მსახიობის დედა იყო.
3 წლის წინ, ჟურნალში georgianjournal-ი მარიამ დ’აბოს ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ის ბაბუაზე, ჩვენთვის კი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოზე -გენერალ კვინიტაძეზე საუბრობდა:

“ბაბუაჩემი ძალიან ზრუნავდა თავის ქვეყანაზე, ბოლომდე იბრძოდა მისი დამოუკიდებლობისთვის. მან დაწერა თავისი მოგონებები გადასახლებაში ყოფნის დროს.
ძალიან ძნელი იყო მისთვის იმის ყურება, თუ როგორ იპყრობდა ქვეყანას საბჭოთა სისტემა. სამწუხაროდ, იგი გარდაიცვალა მანამ, სანამ ქვეყანა დამოუკიდებელი გახდებოდა და სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო დაბრუნება და პარლამენტში დემოკრატიული მთავრობის ცვლილების ნახვა.
მშვენიერია, რომ მას ისტორიაში იხსენებენ, ის არის საქართველოს ისტორიის ნაწილი და ქართველები თავიანთი წარსულით ამაყობენ.” – ამბობდა მარიამ დ’აბო.






















