
„დღეისთვის უკვე 13 000-ზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული, 4 ივნისის ჩათვლით,“- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„უკვე დაახლოებით 260 მილიონ დოზაზე მეტი აქვს კომპანიას მიწოდებული, როგორც ჩინეთისთვის, ისე სხვადასხვა ქვეყნებისთვის. ამ ვაქცინის მეორე ინექცია კეთდება პირველი დოზიდან 14-დან 28 დღის ფარგლებში. 100 000 დოზა სინოვაკი გაიყოფა ორ ნაწილად და გაკეთდება 50 000 პირზე 18 წლის ზემოთ. შესაბამისად, მერე 14-28 დღის შემდგომ გაკეთდება მეორე დოზა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.






















