
უკაცრავად, მაგრამ რუსიკო მუმლაძე ვინ არის? – ამის შესახებ ხათუნა ჟორდანია სოციალურ ქსელში წერს.
რაზეც მუსიკოსმა პოსტის კომენტარში უპასუხა: „ხათუნა, მგონი ბავშვობიდან მიცნობ და ჩემი “მოხელე-ნაჩალьნიკობაც ბავშვობიდან იცი. ეს სარკაზმი კი არ გეკადრება! ვფიქრობ, პირდაპირ ჩემთვის მოგეწერა არ იქნებოდა ურიგო. ვისაუბროთ“.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, რუსუდან მუმლაძემ გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, რომ მისი ქმრის ყოფილი მეუღლე, მარინა ბერიძე მას ბლოკავს და ამის რამდენიმე მაგალითი მოიყვანა.
მისივე თქმით, მარინა ბერიძეს განქორწინების პროცესში საყვარელი ადამიანის დაკარგვის ნაცვლად, რეპუტაციის შელახვა აღელვებდა.
ამ განცხადება დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მარინა ბერიძეს სოციალურ ქსელში არა ერთმა, საზოგადოებისთვის ცნობადმა სახემ მხარდაჭერა გამოუცხადა.






















