
თბილისში „ბაირამობა“ გვქონია და არ გვცოდნია, – ასე აფასებს ხათუნა ჟორდანია ვითარებას თბილისსა და სტამბოლს შორის, სადაც ახლა იმყოფება და ადგილზე მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს.
„ამინდი არაჩვეულებრივია, თან მზეა და თან ოდნავ ნიავი, მოკლედ, რომ შეიძლებოდეს გარეთ სეირნობა და სადმე ჩამოჯდომა, ძალიან კარგი კი იქნებოდა. მაგრამ რას ვიზამ, „ლოქდაუნია“ მთელ სტამბოლში. თბილისში „ბაირამობა“ გვქონია და არ გვცოდნია“, – ამბობს ჟორდანია.






















