00:11 | 2021-05-26 ავტორი: სალომე ნეფარიძე

Google საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

Google საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

Google-ი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

 

საქართველოდან Google-ის საწყისს გვერდზე შესვლისას, დამოუკიდებლობის დღის მისალოცი ფოტოა წარმოდგენილი.

„იშვა 26 მაისი!“ - დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა
2021-05-26„იშვა 26 მაისი!“ - დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

 

მასზე დაჭერის შემთხვევაში მომხმარებლები გადადიან გვერდზე, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შესახებ ინფორმაცია წერია.

 

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ზუსტად 103 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

 

 

უკვე წლებია ეს დღე სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნება, თუმცა წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ დღეს სახელმწიფო უწყებებს სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებები აქვთ დაგეგმილი.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X