
დღეიდან, 26 მაისიდან ქვეყანაში ტურისტული ობიექტები იხსნება.
მღვმეები და კანიონები (პრომეთეს მღვიმე, სათაფლიის მღვიმე, ნავენახევის მღვიმე,მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, კინჩხის კანიონი) ვიზიტორებს უკვე ჩვეულ რეჟიმში მიიღებს.
ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის არსებული რეკომენდაციები და წესები დაიცვას, მათ შორის არის პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და ვიზიტორთა ცენტრში, ერთდროულად 5 პირზე მეტის აკრძალვა.
მღვიმეებისა და კანიონების გახსნას ტურისტულ სექტორში ჩართული პირები დიდი ხანია ითხოვდნენ.






















