11:29 | 2021-05-26 ავტორი: Prime Time

„ადამიანურად მეწყინა… უკიდურესად შევშფოთდი“ – რა აწყენინეს ეკა კვესიტაძეს ბაია პატარაიამ და თათული თოდუამ

„ადამიანურად მეწყინა… უკიდურესად შევშფოთდი“ – რა აწყენინეს ეკა კვესიტაძეს ბაია პატარაიამ და თათული თოდუამ

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე უფლებადამცველ ბაია პატარაიასა და სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომელზე თათული თოდუაზე ნაწყენია.

 

ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი მეგობარი თეა ხატიაშვილი „ნამახვანჰესის” თემაზე მასთან გადაცემაში არ მივიდა. მიზეზად კი ეკა კვესიტაძის პოსტები დაასახელა, სადაც, როგორც ის ამბობს, „ნიშნის მოგება იგრძნობოდა”.

 

კვესიტაძის თქმით, თეა ხატიაშვილის პოზიციას ბაია პატარაია და თათული თოდუაც იზიარებენ.

 

„გუშინ დავწერე პოსტი, რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აქტიურია ნამახვანჰესის წინააღმდეგ, არ მოვიდა გადაცემაში, სადაც იყვნენ კომპანიის წარმომადგენლები, ექსპერტები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები. ჩემმა მეგობარმა Theo Khatiashvili დაწერა, რომ უნდობლობის გამო არ მოვიდნენო, რადგან შენს პოსტებში აქციის მიმართ ნიშნის მოგება იგრძნობოდაო. ( ძალადობას რომ გაემიჯნა და მაგრამ სიმბოლიკა რომ დაგმო გოლეთიანმა – ეგ პოსტში იგულისხმა, ალბათ ) თეოს ეს კომენტარი დაალაიქა ქართული სამოქალაქო საზოგადოების აქტიურმა წევრებმა, მათ შორის Baia Pataraia -მ და სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომელმა Tatuli Todua-მ. გარდა იმისა, რომ ადამიანურად მეწყინა, რადგან არც ერთ ჩემს გადაცემაში არ შემიქმნია დაუბალანსებელი და უპატიონსო გარემო ჩემი სტუმრებისთვის, უკიდურესად შევშფოთდი. ეს აქტიური მოქალაქეები თვლიან, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგებლები არ უნდა მივიდნენ იმ ტელევიზიებში, რომლებიც მათი პოზიციების მიმართ ოდნავ სკეპტიკურად მაინც გამოირჩევიან? ასე წარმოგიდგენიათ თქვენ, მეგობრებო, თავისუფალი მედიასთან მუშაობა, დისკუსიების შეჩერებით მათთან, ვინც არ გეთანხმებათ ბოლომდე. ასე წარმოგიდგენიათ თქვენ დემოკრატიული პროცესი? მაშინ იმასაც ეთანხმებით, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ უნდა იარონ ოპოზიციურად განწყობილ ტელევიზიებში და პირიქით, ოპოზიციამ სამთავრობო არხებზე, რადგან მათთვის იქ სანდო გარემო არ არის. თუ მაინდამაინც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს უნდა შევუქმნათ განსაკუთრებული “სანდო გარემო”. მართლაც ძალიან შემაშფოთებელია!”, – წერს ეკა კვესიტაძე.

 

ასევე ნახეთ: თბილისის პიკეტირება, როცა სამებაში ეროვნული გმირი ასვენია – ულტიმატუმი ხელისუფლებას თუ „ბანალური“ ნარცისიზმის უხეში გამოვლინება – ვინ როგორ ეხმიანება გოლეთიანის განცხადებას

ავტორი: Prime Time

X