00:44 | 2021-05-27 ავტორი: Prime Time

ხელოვანი ხალხით შეგვიძლია, მტერს გული მოვულბოთ და მსოფლიო ავალაპარაკოთ – თამარ ივერი

ხელოვანი ხალხით შეგვიძლია, მტერს გული მოვულბოთ და მსოფლიო ავალაპარაკოთ – თამარ ივერი

ჩვენ, ხელოვანი ხალხი, ვართ სავიზიტო ბარათები მსოფლიოსთვის. უცხოელებს რომ შევხვედრილვარ, ყოველთვის უთქვამთ, რომ საქართველოს ხელოვანი ხალხით ვიცნობთო, – ამის შესახებ სოპრანო თამარ ივერმა ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.

 

„ვთვლი, რომ სიმღერა, ცეკვა, პიანისტები… ესენი ჩვენი ერის უპირველესი საგანძურია. რითიც შეგვიძლია ძალიან დიდი სიტყვა ვთქვათ. სიტყვაზე იმ ბორჯომით, მანდარინით, ხინკლით თუ მწვადით, ვერა. ეს არის ძალა, ვისითაც შეგვიძლია, თუნდაც მტერს მოვულბოთ გული და მსოფლიო ავალაპარაკოთ,“- განაცხადა თამარ ივერმა.

 

 

ავტორი: Prime Time

X