
რიონის მცველების დაბრუნების შემდეგ, გუმათი ისევ პროცესების ეპიცენტრი გახდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები ურტყამენ რკინის ჯებირებს, რაც თბილისიდან დაბრუნებისას დამატებით ბარიერებად დახვდათ აღმართული. ამ ხმაურით ისინი ყურადღების მიქცევას ცდილობენ.
მათ ახალი სტრატეგიაც დასახეს. აქციის მონაწილეებმა ნამახვანჰესის მშენებლობის შესაჩერებლად ჰესთან მისასვლელი გზები გადაკეტეს.
„არ შეწყდება ეს ხმაური იქამდე, ვიდრე არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები“, – აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.
იხილეთ პირდაპირი ჩართვა ხეობიდან ⇓






















