21:09 | 2021-05-27 ავტორი: Prime Time

გამკაცრდება თუ არა რეგულაციები ინდური შტამის დაფიქსირების გამო საქართველოში – გამყრელიძის პასუხი

გამკაცრდება თუ არა რეგულაციები ინდური შტამის დაფიქსირების გამო საქართველოში – გამყრელიძის პასუხი

ჟურნალისტის კითხვაზე – გამკაცრდება თუ არა რეგულაციები ინდური შტამის დაფიქსირების გამო საქართველოში, გამყრელიძემ შემდეგნაირად უპასუხა:

 

 

„არა მგონია. ეს საკოორდინაციო საბჭოზე მსჯელობის საგანი იქნება. მაგრამ რეგულაციების გამკაცრებას ამ ეტაპზე ჩვენ არ ველოდებით“,- აცხადებს გამყრელიძე.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ე.წ. ინდური შტამი დაფიქსირდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყანაში შემოსული 5 მოგზაურიდან აღებული ნიმუშის PCR კვლევებითა და სექვენირებით დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული პირები ინფიცირებული იყვნენ SARS-CoV-2-ის ინდური შტამით.

ავტორი: Prime Time

X