21:43 | 2021-05-27 ავტორი: Prime Time

LIVE: ხმაური და დაპირისპირება რიონის ხეობის მცველებსა და სამართალდამცველებს შორის

LIVE: ხმაური და დაპირისპირება რიონის ხეობის მცველებსა და სამართალდამცველებს შორის

სოფელ გუმათში, სადაც რკინის ბარიკადებია აღმართული, ხმაურია. “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეები რკინის ბარიკადებზე ხელებს ურტყამენ და ამ ფორმით პროტესტს გამოხატავენ.

 

ამასთან ისინი ხელების აწევით ცდილობდნენ, ბარიკადებს მიღმა გადასვლას, თუმცა ამის საშუალება მათ არ ეძლევათ. საპირისპირო მხარეს კი ხალხის მასას პოლიცია აწვება.

ავტორი: Prime Time

X