00:31 | 2021-05-28 ავტორი: თამარ ბუჩუკური

გლდანში 5 მანქანა ერთმანეთს დაეჯახა- არიან დაშავებულები, ორის მდგომარეობა მძიმეა

გლდანში 5 მანქანა ერთმანეთს დაეჯახა- არიან დაშავებულები, ორის მდგომარეობა მძიმეა

გლდანში, ხიდებთან ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა. ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.

 

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს. მათგან ორი ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული. ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა.

 

თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იყო.

 

ადგილზე საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახურია მობილიზებული.

 

“პრაიმტაიმი” დამატებით ინფორმაციას შსს-ში არკვევს.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X