14:03 | 2021-05-29 ავტორი: მარი ჯაფარიძე

„სახლში იპოვეს თოჯინა, რომელიც დემონურმა სულმა მოიცვა“ – სულებისა და აჩრდილების მომთვინიერებელი წყვილის საოცარი ამბები

„სახლში იპოვეს თოჯინა, რომელიც დემონურმა სულმა მოიცვა“ – სულებისა და აჩრდილების მომთვინიერებელი წყვილის საოცარი ამბები

თუ ჯერ არ იცით, ვინ არიან ედ და ლორეინ უორენები, აუცილებლად უნდა გაიცნოთ ისინი. ცოლ-ქმარი პარანორმალური სამყაროს ფენომენების ყველაზე გამოცდილი მკვლევარები არიან.

 

17 წლის ედმა და 16 წლის ლორეინმა 1943 წელს გაიცნეს ერთმანეთი და მაშინვე მიხვდნენ, რომ ბევრი საერთო ჰქონდათ. ლორეინმა განაცხადა, რომ 9 წლიდან ხედავდა ადამიანების აურას. ედი მოჩვენებებით სავსე სოფელში გაიზარდა და იხსენებდა, როგორ იხსნებოდა კარები მის სახლში და უცნაური შუქები იწყებდნენ ციმციმს.

 

მათი შეხვედრიდან მალევე, ედი ჯარში გაიწვიეს და საზღვაო ძალებში მსახურობდა. მეორე მსოფლიო ომის დროს სიკვდილს გადაურჩა: გემი შეეჯახა ნავთობტანკერს, ხანძარი გაჩნდა და ყველანი წყალში გადახტნენ. ედი ყინულოვან წყალში იყო რამდენიმე საათის განმავლობაში და სასწაულებრივად გადაარჩინეს. სახლში დაბრუნებულმა ლორეინს ცოლობა შესთავაზა.

 

მათ ერთმანეთში დასაყრდნობი იპოვნეს. ორივე რელიგიური ადამიანი იყო, ამავე დროს სწამდათ ზებუნებრივი ძალებისა და „სხვა სამყაროსი“.

 

 

თავდაპირველად, უორენსები მოგზაურობდნენ აუხსნელი ფენომენის მქონე ადამიანების მოსაძებნად და ცდილობდნენ მათ დახმარებას. ნდობა ძნელად მოსაპოვებელი იყო, მაგრამ ედი მხატვარი იყო და თავის ნიჭს იყენებდა იმ სახლებში შეღწევის საშუალებად, რომელთა დათვალიერებაც წყვილს სურდა.

 

მათ მოიარეს მთელი ამერიკა, ჩერდებოდნენ სახლებში, სადაც ლორეინმა „რაღაც იგრძნო“, ედი ხატავდა ამ სახლს და სთავაზობდა მის მფლობელებს, ნამუშევრების ყიდვას. ასე გაიცნობდნენ მეპატრონეებს და შედიოდნენ შენობებში, რათა განეწმენდათ უხილავი ძალებისგან. შეერთებულ შტატებში ბევრი ასეთი სახლი იყო. დროთა განმავლობაში მათ შესახებ გავრცელდა ინფორმაცია და ხალხი მათ დახმარების თხოვნით მიმართავდა.

 

 

წყვილმა დააგროვა უამრავი გამოცდილება და დღემდე ითვლებიან პარანორმალური დარგის საუკეთესო ექსპერტებად. 1952 წელს დააარსეს ფსიქოლოგიური კვლევების  ინგლისის საზოგადოება და გახსნეს ოკულტური მუზეუმი, რომელიც დღემდე არსებობს.

 

პირველი შემთხვევა, რომელმაც მედიის ყურადღება მიიპყრო, მოხდა მათ მშობლიურ ბრიჯპორტში, 1974 წელს, როდესაც წყვილს 20 წლიანი გამოცდილება უკვე ჰქონდა. ოჯახის მეგობარმა და ფსიქიატრმა, მერი პასკარელამ უორენსს აცნობა პარანორმალური მოვლენების შესახებ, რომელიც ადგილობრივი მცხოვრებლების, ჯერი და ლორა გუდინების ოჯახში ხდებოდა.

 

მას შემდეგ ედი და ლორეინი პოპულარობით სარგებლობდნენ, სატელევიზიო შოუებში იწვევდნენ, ლექციებს კითხულობდნენ და ლორეინს მთავარი როლიც კი ჰქონდა ფილმში – The Conjuring.

 

 

რა თქმა უნდა, მათმა საქმიანობამ მრავალი დაპირისპირება გამოიწვია. ლორეინის შესაძლებლობები გამოიკვლია მეცნიერთა ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა დოქტორი თელმა მოსი. ქალმა გაიარა მთელი რიგი ტესტები, კალიფორნიის ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტში და ყველანაირი გამოკვლევის შემდეგ დადასტურდა ლორეინის მედიტაციის უნარი. ამასთან, სკეპტიკოსებმა უორენსის კვლევის შედეგები არასანდო მიიჩნიეს.

 

ედ უორენი გარდაიცვალა 2006 წელს, თავისი ბიზნესი უანდერძა ოჯახს, ლორეინი აგრძელებდა დახმარებას გაჭირვებულთათვის და ინახავდა მუზეუმს, რომელშიც  ყველაზე მისტიკური ნივთები ინახება, მსოფლიოს მასშტაბით. ის გარდაიცვალა 2019 წელს, 92 წლისა და შვილიშვილების თქმით, ბედნიერი იყო, სიცოცხლის ბოლომდე.

 

 

ედ და ლორეინ უორენების ცნობილი საქმეები

თოჯინა ანაბელი

ანაბელი არის თოჯინა, რომელიც დედამ სტუდენტ ქალიშვილის 1970 წელს უყიდა. მას შემდეგ, რაც თოჯინა სახლში მიიტანეს, უცნაური მოვლენები დაიწყო. ოთახის ფანჯრები და კარები, სადაც გოგონა ცხოვრობდა, თავისთავად იხსნებოდა და ყოველ ჯერზე თოჯინა ახალ ადგილზე ხვდებოდა, სახლის პატრონებს. ერთ დღეს ანაბელი სამზარეულოში იდგა და ხელით სავარძელს ეყრდნობოდა. იქვე იდო ქაღლდის ნაგლეჯი, რომელზეც ეწერა: „მიშველეთ!“

 

ოჯახმა დახმარება მღვდელს სთხოვა. თავის მხრივ, ის უორენსებს დაუკავშირდა და მკვლევარებმა დაადგინეს, რომ თოჯინა დემონურმა სულმა მოიცვა. სახლში ჩატარდა განწმენდის ცერემონია. ანაბელი მინის ყუთში ჩაკეტეს და უორენის მუზეუმში გაგზავნეს. ამის შემდეგ სახლში უცნაური მოვლენები დასრულდა.

 

პერონის ოჯახი

პერონის ოჯახის შემთხვევამ საფუძველი ჩაეყარა ჯეიმს ვანის 2013 წელს გადაღებულ ფილმს, The Conjuring და უორენსი მიიჩნიეს ერთ-ერთ ყველაზე რთულ საქმედ. 1971 წელს, როჯერ და კეროლაინ პერონები ხუთ ქალიშვილთან ერთად გადავიდნენ მე-18 საუკუნის შენობაში. ცოტა ხნის შემდეგ დედამ შეამჩნია, რომ საგნები ჩვეული ადგილებიდან ქრებოდა და შემდეგ მოჩვენებებმაც დაიწყეს გამოჩენა. 1973 წელს, როდესაც ყველაფერი მართლაც ძალიან ცუდად იყო, პერონებმა დახმარებისთვის ედ და ლორეინს მიმართეს. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ მათ სახლში ერთი და იმავე ოჯახის რვა თაობის სული ცხოვრობდა, მათ შორის იყო მაღალი ქალი, რომლის თავიც ჰგავდა ტომარას. ადგილზე მისული მკვლევარები მაშინვე მიხვდნენ, რომ სახლში „სხვა სამყაროს“ ენერგია იყო და სულის განდევნა დაიწყეს. პერონის ერთ-ერთი ქალიშვილის თქმით, ეს იყო საშინელი პროცესი, როდესაც დედამისი უცხო ენაზე საუბრობდა. მეუღლეებმა ვერ მოახერხეს ბოროტი სულის განდევნა და პერონებმა ამ სახლში კიდევ შვიდი წელი იცხოვრეს, შემდეგ სახლი გაყიდეს და სხვა ადგილას გადასახლდნენ.

 

საშინელებათა სახლი

 

 

1974 წელს, ამიტივილში, 23 წლის რონალდ დეფეომ მოკლა თავისი მშობლები და ოთხი და-ძმა. სასამართლო სხდომაზე ის ამტკიცებდა, რომ ამის გაკეთება აიძულა ხმამ, რამაც აწამა იგი ერთი თვის განმავლობაში, მაგრამ სასამართლომ მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ერთი წლის შემდეგ, სახლი იყიდა ლუცების წყვილმა, რომელსაც სამი შვილი ჰყავდა და მალევე დაიწყო უცნაური მოვლენები: 5 წლის ქალიშვილი მოჩვენებას ხედავდა. მუდმივად ისმოდა ხმები, სახლში  საშინელი სუნი დგებოდა. მამა ყოველ დილას 3:15 საათზე იღვიძებდა (დეფეოს ოჯახის მკვლელობის დრო). ოჯახმა თვეზე ნაკლებ დროში დატოვა სახიფათო სახლი, ხოლო მკვლევარმა წყვილმა მრავალი გამოკვლევის შემდეგ დაასკვნა, რომ სახლში შავი მაგიის მიმდევარი ადამიანი იყო დაკრძალული.

 

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X