
კემბრიჯის ჰერცოგინიამ, ქეით მიდლტონმა კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა. ამის შესახებ ქეითმა ინფორმაცია სოციალურ ქსელ Twitter-ზე გაავრცელა.
„ლონდონის სამეცნიერო მუზეუმში კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზა გავიკეთე. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ვაქცინაციის პროცესში მონაწილეობს. მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ“,- წერს ქეით მიდლტონი.
ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში ვაქცინის პირველი დოზა 39 მილიონზე მეტმა ადამიანმა უკვე გაიკეთა.
Yesterday I received my first dose of the COVID-19 vaccine at London’s Science Museum. I’m hugely grateful to everyone who is playing a part in the rollout – thank you for everything you are doing. pic.twitter.com/h427iT0n4x
— The Duke and Duchess of Cambridge (@KensingtonRoyal) May 29, 2021























