
აბაშის პოლიციის სამმართველოს უფროსი კობა ნარმანია სამსახურიდან გაათავისუფლეს.
უწყებამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გენინსპექციამ დიზელის საწვავის გადაჭარბებულ გახარჯვაზე მოკვლევა დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, კობა ნარმანია განყოფილებისთვის კუთვნილი დიზელის საწვავის ტალონებს ბენზინგასამართ სადგურში აბარებდა.
სანაცვლოდ, კი იგი ბენზინის საწვავით სარგებლობდა, ისე რომ შსს-ს სამეურნეო დეპარტამენტი ამის შესახებ ინფორმირებული არ იყო.
აბაშის პოლიციის მაღალჩინოსანი გენერალურ ინსპექციაში უკვე გამოკითხეს.
მომხდარის დეტალებზე შსს-ში კომენტარს არ აკეთებენ.
აბაშის პოლიციის სამმართველოს უკვე ყოფილი უფროსი კობა ნარმანია ,თბილისის პოლიციიდან ქალაქ აბაშაში 2019 წლის დეკემბერში გადმოიყვანეს.
ავტორი: თეა შონია






















