
„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის, თუმცა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, – ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პარტიისთვის კატეგორიულად მიუღებელია შეთანხმებაში კონკრეტული პუნქტი, თუმცა სხვა საკითხების მოგვარებაში აქტიურად ჩაერთვება.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ევროპული მედიაციით შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ ვაწერთ, თუმცა ძალიან დიდი პატივისცემა მინდა დავადასტურო ევროკავშირის, ბატონი მიშელის, დანიელსონის, ქალბატონი კელი დეგნანის მიმართ. განსაკუთრებით დიდი მადლობა კარლ ჰარცელს ევროკავშირის ელჩს საქართველოში.
არის შეთანხმებაშ კონკრეტული პუნქტი, რომელსაც არ ვეთანხმებით კატეგორიულად. ამიტომ დოკუმენტზე ჩვენ ხელს ვერ მოვაწერთ, თუმცა სხვა საკითხებში აქტიურად ჩავერთვებით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.























