16:32 | 2021-05-31 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

სხვა გამოსავალი არ არის!.. – რის გამკაცრებას ითხოვს ამირან გამყრელიძე

სხვა გამოსავალი არ არის!.. –  რის გამკაცრებას ითხოვს ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არსებულ რეგულაციებს იცავს, ხოლო ტურისტები ნაკლებად იყენებენ პირბადეს. აქვე, ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს საზოგადოებას რომ დაიცვან 5 რეკომენდაცია, რომელიც მშვიდი ზაფხულის გარანტი იქნება.

 

„არსებობს ინფორმაცია, რომ განსაკუთრებით ტურისტებში, ადგილობრივი მოსახლეობა უფრო ემორჩილება და იცავს ამ რეგულაციებს და კანონმდებლობას, ნაკლებია პირბადის გამოყენება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი შესაბამისი უწყებები მონიტორინგს გაამკაცრებენ იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ არის.

 

ბიძინა კულუმბეგოვი ვიდეომიმართვას ავრცელებს
2021-05-31ბიძინა კულუმბეგოვი ვიდეომიმართვას ავრცელებს

 

თუ გვინდა, რომ ზაფხულში არ გვქონდეს ინფიცირების შემდგომი ზრდა, აუცილებელია 5 რეკომენდაციის დაცვა, ესენია: პირბადე ყველგან, დისტანცია ყველგან, სანიტარული წესრიგი ყველგან, დიდი თავშეყრების მინიმიზაცია, თავის არიდება და ვაქცინაცია.

 

მესმის რომ ცხელა და პირბადის გამოყენება რთულია, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის“, – ამბობს გამყრელიძე.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X