
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქებამ შესაძლოა ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა გამოიწვიოს.
მისივე თქმით, ეპიდვითარება უმჯობესდება, მესამე ტალღის პიკი გადავიარეთ, თუმცა მესამე ტალღა ჯერ არ დაგვიმარცხებია.
“ეს, რა თქმა უნდა, შეიცავს რისკებს, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესდეს, მით უმეტეს როცა ჯერ მესამე ტალღა არ არის მთლიანად დაძლეული, მხოლოდ პიკმა გადაიარა, მაგრამ მესამე ტალღა გრძელდება. უნდა ზედმიწევნით შევასრულოთ რეგულაციები და პირველ რიგში ყველამ ვატაროთ პირბადეები,” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ცნობისთვის, დღეიდან, 1 ივნისიდან ქვეყნის მასშტაბით კვების ობიექტებს შაბათ-კვირას დახურულ სივრცეებშიც შეეძლებათ მუშაობა.
ასევე, სახმელეთო საზღვრები გაიხსნება პირველი ივნისიდან, საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხით.
ასევე ნახეთ: “როდესაც წვიმდა, მაგიდის ქვეშ დამიძინია, რომ არ დავსველებულიყავი“ – ლევან რატიანი რთულ დღეებზე






















