
ალერგოლოგ-იმინოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ინდური და ბრიტანული შტამის შემთხვევაში „ასტრაზენეკას” ვაქცინის ეფექტურობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს ვირუსის ძველი, ჩინური შტამის შემთხვევაში იყო.
მისი თქმით, ვაქცინის მეორე დოზის სწრაფად მიღება ძალიან მნიშვნელოვანია.
„ბევრი ადამიანი მწერს და მეკითხება ასტრაზენეკას დოზებს შორის ინტერვალზე.
ყველა არსებული მაღალი სტანდარტის კვლევა, რომელიც მიუთითებდა, რომ ასტრაზენეკას პირველი დოზის შემდეგ თუ ვაქცინის მეორე დოზა გაკეთდება 6 კვირაში ეფექტურობა 55.1%-ია, ხოლო 12 კვირაში 80%-ია, ჩატარებულია იმ დროს როდესაც დომინანტური იყო კოვიდის ძველი ვარიანტი. ამავე ვარიანტზე ასტრაზენეკას 1 დოზის შემდეგ 76%-იანი ეფექტურობა ნარჩუნდებოდა 90 დღის განმავლობაში.
ეხლა როდესაც დომინატურია B.1.1.7 ბრიტანული ვარიანტი, ხოლო იგივე ინგლისში B.1.617.2 ანუ ინდური ვარიანტი, ყველა არსებული კვლევა აჩვენებს რომ ასტრაზენეკას ერთი დოზის ეფექტურობა ინდურზე 30%, ხოლო ბრიტანულზე 50% -ია, შესაბამისად მეორე დოზის სწრაფად მიღება ძალიან მნიშვნელოვანია უკვე არსებული რეალობის გათვალისწინებით.
ყველას ვთხოვ არ ინერივულოთ, თუ თქვენი ვიზიტი მეორე დოზაზე 6 კვირის ინერვალითაა პირველი დოზიდან დაშორებული. ჩემი აზრით, განსაკუთრებით ასაკოვნებში და თანხმლები ქრონიკული დაავადების მქონე პირებში ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.”, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.
ასევე ნახეთ: “როდესაც წვიმდა, მაგიდის ქვეშ დამიძინია, რომ არ დავსველებულიყავი“ – ლევან რატიანი რთულ დღეებზე























