
ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„მინისტრი თავს კარგად გრძნობს , თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.
სამინისტროს სხვა თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილნი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.






















