

ამ დროის მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 7,402 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 108 გარდაცვალებით დასრულდა, ხოლო 70 გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება სომხეთს, ინფიცირებულთა რაოდენობა 424-მდე გაიზარდა, აქედან 3 გარდაცვალებით, ხოლო 70 გამოჯანმრთელებით დასრულდა.

კორონავირუსით ინფიცირების 182 შემთხვევა დაფიქსირდა აზერბაიჯანში, სადაც 4 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა, ხოლო 15 გამოჯანმრთელდა.
![]()
რაც შეეხება რუსეთს, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1534-ია, გარდაიცვალა 8 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია 64.
საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებში ჯამში კორონავირუსის 9,542 შემთხვევა ფიქსირდება.
საქართველოში 29 მარტის მონაცემებით, სულ კორონავირუსით ინფიცირების 90 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 18-ს მიაღწია.






















