
ადამიანები დიდ ჯგუფებად ბირჟებზე იდგნენ, ერთმანეთს კოცნიდნენ (მგონი საგანგებოდ), არაყს სვამდნენ. მეგობრებო! ურთულესი თვე გველის. სულ მცირე ორი კვირა, – ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„გუშინ მცირე გასვლა მომიხდა თბილისს გარეთ, მეზობელ რეგიონში გარდაუვალ საჭიროებაზე – საკუთარი კოტეჯიდან აუცილებელი ნივთები წამოვიღე.
ჰოდა, იმ გზაზე, ცხადია, ადრეც ხშირად გამივლია – მაშინ დიდწილად ცარიელი იყო სოფლის ქუჩები. გუშინ კი – ადამიანები დიდ ჯგუფებად ბირჟებზე იდგნენ, ერთმანეთს კოცნიდნენ (მგონი საგანგებოდ), არაყს სვამდნენ.
მეგობრებო! ურთულესი თვე გველის. სულ მცირე – ორი კვირა. კიდევ ერთხელ და უმორჩილესად გთხოვთ – მოიკრიბეთ ძალა და დარჩით სახლში. ევროპა და ამერიკა წალეკა კორონავირუსმა, მთელი თაობა შეიწირა!
საქართველო სხვა პლანეტის კუნძული არ არის, ამას გადაურჩეს: ტალღები იქნება – ძალიან მალე! მაგრამ ცუნამს უნდა გადავურჩეთ! თავისუფლების, ხეტიალის, ადამიანების სიყვარულში მე არ გეჯიბრებით, მაგრამ მერწმუნეთ, ვერც თქვენ შემეჯიბრებით.
ძალიან, ძალიან გთხოვთ, თბილისსა თუ თბილისს გარეთ – ან სახლში დარჩით ან დისტანცია დაიცავით. ქარავანი დაძრულია და თუ ასე გააგრძელებთ, აქლემი აქაც დაიჩოქებს!“- წერს სოციალურ ქსელში კეკელიძე.
გუშინ მცირე გასვლა მომიხდა თბილისს გარეთ, მეზობელ რეგიონში გარდაუვალ საჭიროებაზე – საკუთარი კოტეჯიდან აუცილებელი ნივთები…
Gepostet von გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze am Sonntag, 29. März 2020






















