14:42 | 2021-06-02 ავტორი: Prime Time

ამ წუთს 2 ახალგაზრდა გოგონა წევს დამწვრობის ცენტრში… – გუგა ქაშიბაძის გაფრთხილება

ამ წუთს 2 ახალგაზრდა გოგონა წევს დამწვრობის ცენტრში… – გუგა ქაშიბაძის გაფრთხილება

ამ წუთს 2 ახალგაზრდა გოგონა წევს დამწვრობის ცენტრში. რუჯის მიღების მიზნით მიიღეს ზედაპირული დამწვრობა მთელ სხეულზე, – ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.

 

გუგა ქაშიბაძე მოქალაქეებს დამწვრობისგან თავის დასაცავად რჩევებს აძლებს და საზოგადოებას მოუწოდებს, გარუჯვის პროცესში მკაცრად დაიცვან რეკომენდაციები და მზეს ბავშვები და მოხუცები მოარიდონ.

 

სამხრეთ აფრიკულ შტამზე ვაქცინები ნაკლებად ეფექტურად მოქმედებენ - ივანე ჩხაიძე
2021-06-02სამხრეთ აფრიკულ შტამზე ვაქცინები ნაკლებად ეფექტურად მოქმედებენ - ივანე ჩხაიძე

 

„ამ წუთს 2 ახალგაზრდა გოგონა წევს დამწვრობის ცენტრში. რუჯის მიღების მიზნით მიიღეს ზედაპირული დამწვრობა მთელ სხეულზე. რეკომენდებულია მზეზე ყოფნა დილის 11 საათამდე და დღის 4 საათის შემდეგ. განსაკუთრებით უნდა მოვარიდოთ მზისგან პატარა ბავშვები და მოხუცები. მათი საცურაო კოსტიუმები მაქსიმალურად უნდა ფარავდეს სხეულს, თუ იქნება გრძელ სახელოიანი და გრძელი შორტები უკეთესია“, – აცხადებს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე.

 

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, წელს ლეღვის ნახარშით დამწვრობის მიზეზით კლინიკაში ჯერჯერობით არავინ მოხვედრილა.

 

ამასთან, შეგახსენებთ, რომ საქართველოში ლეღვის ნახარშით დამწვრობის მიღების პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან 10 წელი გავიდა.

 

ასევე ნახეთ: ლეღვის ნახარშით რუჯის მიღების ტრადიცია 10 წლის ხდება – ქაშიბაძე

ავტორი: Prime Time

X