09:37 | 2021-06-03 ავტორი: Prime Time

პროდუქტები, რომელიც სპერმაზე უარყოფით გავლენას ახდენენ – მამაკაცის რეპროდუქციული ეფექტურობა საგანგაშოდ მცირდება

პროდუქტები, რომელიც სპერმაზე უარყოფით გავლენას ახდენენ – მამაკაცის რეპროდუქციული ეფექტურობა საგანგაშოდ მცირდება

აშშ-ს რეპროდუქციული ეპიდემიოლოგიის სამედიცინო ჯგუფის კვლევის შედეგების თანახმად, მამაკაცთა რეპროდუქციული სისტემა ნელ-ნელა ქვეითდება. სპერმის კონცენტრაცია იკლებს და ეს მაჩვენებელი ვარდნას განაგრძობს.

 

“თუ ჩვენ გადავხედავთ სპერმის კონცენტრაციის სტატისტიკას და ახლანდელ მაჩვენებლებს შევადარებთ 2011 წელს აღებულ ნიმუშებთან, აშკარა ცვლილებას ვნახავთ. მაგრამ მონაცემების ცვლილება ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო.

 

„არ გვცემო, რა...“ - თამარ ივერის შვილები „ვიღაც ვერზილამ“ შეაშინა
2021-06-03„არ გვცემო, რა...“ - თამარ ივერის შვილები „ვიღაც ვერზილამ“ შეაშინა

 

2011 წლის ნიმუშებში, აღმოსავლეთ ქვეყნებში აღებულ სინჯებში, კონცენტრაცია იყო 47 მილიონი თითო მილილიტრზე, ხოლო 39 წლის წინ, ეს მაჩვენებელი იყო 99 მილიონი თითო მილილიტრზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მაჩვენებელი წელიწადში 1 პროცენტით მცირდება, რაც საგანგაშოა, ვინაიდან ახლა, 10 წლის შემდეგ, კონცენტრაცია 40-ს ქვემოთ უნდა იყოს. ეს წყვილებისთვის და სამომავლოდ ზოგადად კაცობრიობისთვის ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. პირველ რიგში, წყვილებს გაუჭირდებათ ბავშვის ყოლა. პროდუქტიულობის ასეთი შემცირება კატასტროფამდე მიგვიყვანს,” – აცხადებს რეპროდუქციული ეპიდემიოლოგის ერთ-ერთი მკვლევარი დოქტორი შანა სვანი.

 

მეცნიერთა განცხადებით, დღესდღეობით, მამაკაცებს სპერმის მარაგის ნახევარი გააჩნიათ, რაც მათ ბაბუებს და წინა თაობს ჰქონდათ. პრობლემა ქალებსაც ეხებათ. კვლევები მოწმობს, რომ დღეისათვის 20 წლის ასაკის ქალთა რეპროდუქციული პროდუქტიულობის თვალსაზრისით ორჯერ ნაკლები მაჩვენებელი აქვთ, ვიდრე მათ ბებიებს ჰქონდათ 35 წლის ასაკში.

 

მკვლევართა განმარტებით, გლობალურ რეპროდუქციულ ვარდნაზე ბევრი გარემო-ფაქტორი მოქმედებს. მაგალითად ცხოვრების სტილი, როგორიცაა თამბაქოს ხშირი მოხმარება, ბევრი ალკოჰოლი, ნაკლები ვარჯიში, არაჯანსაღი კვება და სტრესი.

 

„ელის მარია ერთი წლისაა“ - სოფო ნიჟარაძემ შვილის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა
2021-06-02„ელის მარია ერთი წლისაა“ - სოფო ნიჟარაძემ შვილის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა

 

რეპროდუქტოლოგები ერთ-ერთ მთავარ გარემო-ფაქტორად ქიმიკატებს ასახელებენ, რომლებიც ჩვენს საკვებ პროდუქტებში მრავლადაა. ასევე საფრთხის შემცველია ის ქიმიკატებიც, რომლებიც ჰიგიენის მიზნით გამოიყენებადი პროდუქტები შეიცავს. ეს ყველაფერი ჰორმონებზე ძლიერ ზემოქმედებას ახდენს.

 

განსაკუთრებით მავნეა ქიმიკატი – ფტალატი, რომელიც ძლიერ გავლენა ადამიანთა სხეულზე. ამ ნივთიერებას ვხვდებით, როგორც პლასტმასის და ამ ტიპის ნივთებში, ასევე ყოველდღიური მოხმარების კოსმეტიკურ საშუალებებში. ფტალატ​ს ანტი-ანდროგენსაც კი უწოდებენ, ის თავისთავად ხელს უშლის ქალის განაყოფიერებას და ასევე უარყოფითად მოქმედებს უკვე ჩასახულ ნაყოფზე.

ავტორი: Prime Time

X