19:48 | 2021-06-03 ავტორი: Prime Time

„ზოია სულ იქნება ჩემთვის მაგალითი, როგორ შეიძლება იზრუნო შენთვის უცხო ადამიანებზე“ – ისტორია, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ 

„ზოია სულ იქნება ჩემთვის მაგალითი, როგორ შეიძლება იზრუნო შენთვის უცხო ადამიანებზე“ – ისტორია, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ 

სოციალური ქსელის მომხმარებელი, თამარ იაკობაშვილი facebook-ზე ინფორმაციას ავრცელებს.

 

ის მეზობლის ისტორიას ყვება, რომელიც მას და მის ძმას გადახდათ.

 

კაცს, რომელმაც ქალიშვილს დანით 9 ჭრილობა მიაყენა, 14 წელი მიესაჯა
2021-06-03კაცს, რომელმაც ქალიშვილს დანით 9 ჭრილობა მიაყენა, 14 წელი მიესაჯა

 

„დაახლოებით, ერთი კვირის წინ ჩემს ძმას კორონავირუსი დაუდასტურდა. სახლში მარტო მე და ის ვართ. კარის მეზობელი გვყავს, 80 წლის ქალი. როცა კარგი ამინდია, კარები სულ ღია აქვს ხოლმე და მთელი დღეა მესმის, როგორ გადის და გამოდის ოთახში, ჭურჭელს ახმაურებს და შემწვარი ქათმის სუნია ისეთი, შეიძლება მეზობელ კორპუსებშიც გრძნობენ.  ამ ქალმა ჩვენთვის გაამზადა თავისი საფირმო ღომი და კიდევ ბევრი რამ, დააკაკუნა და კართან დაგვიტოვა.

 

ოთახიდან ბოდიში მომიხადა, ვერ გაქცევთ სათანადო ყურადღებასო. 80 წლისაა, რისკის ჯგუფს წარმოადგენს და მაინც გადაწყვიტა, რაღაცები გაემზადებინა.

 

არ არსებობს ჩემთვის ამაზე უკეთესი საჩუქარი. ჩემი ძმა რამდენიმე დღეში დაასრულებს გვიანობამდე ძილს, ჯოკერის და სხვა ათასგვარი თამაშის ვირტუალურად თამაშს მაგრამ, ზოია სულ იქნება ჩემთვის მაგალითი, როგორ შეიძლება იზრუნო შენთვის უცხო ადამიანებზე, თან მაშინ, როცა თავადაც რისკის ქვეშ ხარ“,- წერს თამარ იაკობაშვილი.

 

 

ასევე ნახეთ: “იმ სტიგმასაც, რომ გოგოს ამ სფეროში არაფერი ესაქმება, ადვილად დავამსხვრევთ” – პირველი ქართველი გამომგონებელი ნასაში, კარლო ხუციშვილი გვანცა ჩიქოვანზე

 

 

 

ავტორი: Prime Time

X