
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ, მოადგილე ბერდია ხვისტანთან ერთად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მოსახლეობას COVID-19-ის პრევენციასა და გავრცელების შეკავების შესახებ საინფორმაციო ფლაერები გადასცეს.
იმისათვის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს სრულფასოვანი წვდომა ინფორმაციაზე მასალა დაბეჭდილია სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, რომელიც მთლიანად ეთმობა კორონავირუსის გავრცელების პრევენციას, ყველა ინსტრუქციას, წესებსა და რეკომენდაციებს.
მიმდინარე მოვლენების ინფორმაცია მოკლედ:
- 28 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 90-მდე გაიზარდა.
- 29 მარტს გამოჯანმრთელებულების საერთო რაოდენობამ 18 მიაღწია.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები
გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს






















