
ბელგრადის პარტიზანის ფეხბურთელი, გელორ კანგა კაკუ სკანდალში გაეხვა. BBC-ის ცნობით, აფრიკელი ფეხბურთელის დედა მის დაბადებამდე 4 წლით ადრე გარდაიცვალა.
ოფიციალურად პარტიზანის ფეხბურთელი 30 წლისაა და 1990 წლის 1-ელ სექტემბერს დაიბადა.
CAF-ი კი ვერ გაერკვა, ვის დაუჯეროს და ვის არა. ოთხშაბათს მესამე შეხვედრა გაიმართა, თუმცა გადაწყვეტილი არაფერია.

ეჭვი არსებობს, რომ კანგას დედამ სიკვდილის ცნობა გააყალბა, რათა კონგოდან გაბონში სხვისი პასპორტით გადასულიყო.
წყაროს ცნობით, კანგა საკითხს მშვიდად უყურებს, რადგან ამტკიცებს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით სანერვიულო არაფერი აქვს.






















