
დაუზუსტებელი სუბსტანციის ნივთიერების ტოქსიური ეფექტით ზუგდიდის ევექსის კლინიკაში 8 ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რამდენიმე საათის წინ შემოიყვანა.
ამის შესახებ აცხადებს ევექსის კლინიკური მენეჯერი სულხან ორჟონია.
მისივე თქმით, მათი ასაკი 20-დან -32 წლამდეა.
რვავე მათგანი გადაუდებელი მედიცინის ცენტრში იმყოფება, აქედან სამი ახალგაზრდის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. 5 კი ინტენსიური მედიცინის განყოფილებაში მკურნალობს.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ავეჯის ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომლები არიან.
ავტორი: თეა შონია






















