14:47 | 2021-06-04 ავტორი: თეონა ყაჭიური

ეს არის დაუზუსტებელი ნარკოტიკული საშუალებების ტოქსიური ენტერტი – რას ამბობს ექიმი ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანილ ახალგაზრდებზე

ეს არის დაუზუსტებელი ნარკოტიკული საშუალებების ტოქსიური ენტერტი – რას ამბობს ექიმი ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანილ ახალგაზრდებზე

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოთავსებული რვა ახალგზარდიდან, რომლებსაც ჯერჯერობით დაუდგენელი ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნებათ, ორის მდგომარეობა მძიმეა.

 

როგორც ჟურნალისტებს გადაუდებელი მედიცინის განყოფილების უფროსმა, მაია ესებუამ განუცხადა, ორივე პაციენტი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.

 

გორში კახა საბანაძის ნათესავი მოკლეს - ვინ არის ბრალდებული, მეტსახელად „სემსოტა“
2021-06-04გორში კახა საბანაძის ნათესავი მოკლეს - ვინ არის ბრალდებული, მეტსახელად „სემსოტა“

 

ექიმის განმარტებით, 8 პაციენტიდან სწორედ ეს 2 თვითდინებით არის შეყვანილი უცნობი პირების მიერ, უგონო მდგომარეობაში. დანარჩენი ექვსი ახალგაზრდა მიყვანილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ. აქედან 4 დღეს დილით გაეწერა.

 

„ექვსივე პაციენტს აღენიშნება ერთნაირი სიმპტომები. გაფართოებული გუგები, არიან დეზორიენტირებულები, აღენიშნებათ გულისრევა-ღებინება, არიან უმართავები. ყველა პაციენტი კონსულტირებულია ტოქსიკოლოგის მიერ. ძირითადად ეს არის დაუზუსტებელი ნარკოტიკული საშუალებების ტოქსიური ენტერტი. ასაკი 18-35 წლამდე. რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა არის ჯერჯერობით მძიმეა“, – განაცხადა გადაუდებელი მედიცინის განყოფილების უფროსმა.

 

ასევე ნახეთ: ნინოწმინდის პანსიონატის დატოვების სურვილი 6-მა ბავშვმა გამოთქვა – შესაძლოა მათ რიცხვს კიდევ 10 დაემატოს

 

19 წლის ბიჭი, რომელმაც 15 წელი გაატარა ნინოწმინდის ჩაკეტილ პანსიონში, საჯაროდ ალაპარაკდა – სკანდალური ინტერვიუ

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: თეონა ყაჭიური

X