10:48 | 2021-06-05 ავტორი: Prime Time

832 ინფიცირებული და 17 გარდაცვლილი – ეპიდვითარება საქართველოში

832 ინფიცირებული და 17 გარდაცვლილი – ეპიდვითარება საქართველოში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 409 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 617 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 792 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 832 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 348 594-ს.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.65 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.98%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 624 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 332 304-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 893 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 832 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 457 შემთხვევა, აჭარა – 66, იმერეთი – 67, ქვემო ქართლი – 65, შიდა ქართლი – 28, გურია – 13, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 70, კახეთი – 35, მცხეთა-მთიანეთი – 13, სამცხე-ჯავახეთი – 14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

ავტორი: Prime Time

X