20:37 | 2021-06-06 ავტორი: ალექსი ქამადაძე

აბასთუმნის ტყეში დაკარგული ახალგაზრდები, სავარაუდოდ, დრონით იპოვეს

აბასთუმნის ტყეში დაკარგული ახალგაზრდები, სავარაუდოდ, დრონით იპოვეს

აბასთუმნის ტყეში დაკარგული ახალგაზრდები, სავარაუდოდ, დრონით იპოვეს. ამის შესახებ ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, რომელიც სამძებრო სამუშაოებში იყო ჩართული, „მეცხრე არხს“ განუცხადა.

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის ზაქარია ენდელაძის ინფორმაციით, ახალგაზრდების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მათ ჩამოსაყვანად ჯგუფები უკვე წავიდნენ.

 

„მაშველებმა დაათვალიერეს ობსერვატორიის, ნასაბაჯვარის მთის, წყალსადენის და ზეკარის უღელტეხილის ტერიტორიები. უწყვეტი სამაშველო-საძიებო ოპერაციის შედეგად, ტურისტული ჯგუფი ნაპოვნია უვნებლად. ამ დროისთვის მიმდინარეობს მათი ჩამოყვანა უსაფრთხო ადგილას. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ აბასთუმანში სალაშქროდ წასულ 7 ახალგაზრდას ეძებდნენ.

 

ახალგაზრდები 3 დღის წინ ტყეში პიკნიკზე იმყოფებოდნენ, ამის მერე მათი კვალი გაქრა. ბოლოს ახალგაზრდები მწყემსმა 4 მაისს, 17:00 საათზე ტყეში ნახა.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X