08:40 | 2021-06-07 ავტორი: თეონა ყაჭიური

როდის გამოიდარებს საქართველოში – სინოპტიკოსების პროგნოზი

როდის გამოიდარებს საქართველოში – სინოპტიკოსების პროგნოზი

საქართველოში დღეიდან გამოიდარებს. უნალექო ამინდი იქნება დედაქალაქშიც.

 

დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემეპრატურა 26 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთში კი 29 გრადუსამდე.

 

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 26-27 გრადუსამდე მოიმატებს.

 

 

„დღეიდან საქართველოში ნალექების ინტენსივობა შემცირდება. დღის მეორე ნახევარში მხოლოდ ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია, აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

 

რაც შეეხება მომდევნო დღეებს, უკვე ძლიერ ნალექს აღარ ველოდებით და როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში და მათ შორის, დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს“, – ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსი, მაია ქააძე.

 

ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონიდან გამოყვანილ ბავშვებს შეხვდა – ომბუდსმენი მათ მონათხრობს ასაჯაროებს

ავტორი: თეონა ყაჭიური

X