12:15 | 2021-06-07 ავტორი: ნინი ტაველიძე

BBC-ი რეზო გაბრიაძის გარდაცვალებას ეხმაურება

BBC-ი რეზო გაბრიაძის გარდაცვალებას ეხმაურება

84 წლის ასაკში მარიონეტების ლეგენდარული ქართველი მმართველი გარდაიცვალა,- ასე გამოეხმაურა რეზო გაბრიაძის გარდაცვალებას ბრიტანული ტელეკომპანია BBC- ი.

 

 

„რეზო გაბრიაძე საერთაშორისო მასშტაბით მარიონეტული თეატრის სპექტაკლებით იყო ცნობილი. ისეთების, როგორიცაა „სტალინგრადის ბრძოლა“. იგი მონაწილეობდა 35-ზე მეტი ფილმის შექმნაში, რომელთა შორისაა:„მიმინო“(1977), „ქინ ძა ძა“(1986), „არ დაიდარდო“ (1969)“,- წერს BBC-ი.

 

ის იყო მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი და მოქანდაკე. რეზო გაბრიაძეს საქართველოში, სსრკ-სა და რუსეთში უამრავი ჯილდო აქვს მოგებული.

 

 

2002 წელს, „სტალინგრადის ბრძოლის“ ლონდონში წარდგენისას რეზო გაბრიაძემ BBC-ის უთხრა, რომ ის თავს ხშირად დანიელ დეფოს „რობინზონ კრუზოსთან“ აიგივებდა. ის საკუთარ თავს, მსოფლიო კულტურისაგან მიტოვებულად, ტოტალიტარული სახელმწიფოს კუნძულზე მყოფად აღიქვამდა.

 

 

თუმცა, მისივე თქმით, მოგვიანებით როდესაც საქართველოსა და დანარჩენი ყოფილი საბჭოთა კავშირის ხელოვნება „მსოფლიოს უერთდებოდა“, რობინზონ კრუზომ წვერი გაიპარსა.

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

X