
კორონავირუსის ახალი შემთხვევის წყარო ინგლისია. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა არ არის მძიმე.
„ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია. იგი ჩამოსულია ინგლისიდან. რა თქმა უნდა, მისი კონტაქტების მოძიება მოხდება. პაციენტის მდგომარეობა არ არის მძიმე. ის ამდრომდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა“,- განაცხადა ეზუგბაიამ.
ცოტა ხნის წინ კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მიმდინარე მოვლენების ინფორმაცია მოკლედ:
- 29 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 91 შემთხვევაა დაფიქსირებული.
- 29 მარტს გამოჯანმრთელებულების საერთო რაოდენობამ 18 მიაღწია.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო და გადაადგილების რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები
გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს






















