15:35 | 2021-06-07 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

პლანეტის უხუცესი შიმპანზე მოკვდა

პლანეტის უხუცესი შიმპანზე მოკვდა

პლანეტის უხუცესი შიმპანზე, რომელიც სან-ფრანცისკოს ზოოპარკში ცხოვრობდა, 63 წლის ასაკში მოკვდა.

 

კობი ზოოპარკის ბინადარი 1960-იანი წლებიდან გახდა. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია პრიმატის სიკვდილი, თუმცა არაოფიციალურად სიკვდილის მიზეზად ასაკი დასახელდა.

 

ეძებენ 24 წლის ტურისტ გოგოს, რომელიც სელფის გადაღების დროს მდინარეში ჩავარდა (VIDEO)
2021-06-07ეძებენ 24 წლის ტურისტ გოგოს, რომელიც სელფის გადაღების დროს მდინარეში ჩავარდა (VIDEO)

 

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის ცნობით, შიმპანზეები გადაშენების პირას მყოფი ცხოველია. მათზე ნადირობისა და სხვადასხვა დაავადებების გავრცელების გამო აფრიკაში შიმპანზეების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული.

 

ველურ ბუნებაში მცხოვრები შიმპანზეს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 33 წელია, ადამიანის ზედამხედველობის ქვეშ კი ეს ზღვარი 50-დან 60-ც წლამდე იზრდება.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X